logo
ENG



ფეხბურთელების დაჯილდოება და წინასაარჩევნო ტესტი "ოცნებისთვის"

03 ივლ 202419:56
3 წუთის საკითხავი
 

ოლიგარქის პრემიერმა სახალხო ზეიმის მითვისება ვერ შეძლო. უკვე მეორედ, ეროვნული ნაკრების წარმატების აღნიშვნა კობახიძისთვის მთავარ წარუმატებლობად იქცა. მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სადაც ფეხბურთელებს ათასობით გულშემატკივარმა მადლობა უთხრა, სცენაზე გამოჩენილ პრემიერს შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ. ქომაგების რეაქცია და კონტრასტი სხვა გამომსვლელებთან იმდენად მკაფიო იყო, რომ კობახიძემ სიტყვა მალევე გადაულოცა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უკვე ტაშით შეხვდნენ. ოცნებამ ტრადიციას არც აქ უღალატა და ფაქტს დადგმული უწოდა.

 


close დახურვა